Politico გერმანიის სამი მთავარი პარტიის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ გერმანიაში ვადამდელი არჩევნები 23 თებერვალს ჩატარდება.
ამავე გამოცემის ცნობით, მოსალოდნელია, რომ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მთავრობის ნდობის საკითხს ბუნდესტაგში კენჭისყრაზე შობამდე დააყენებს.
როგორც ცნობილია, გერმანიის მმართველი სამპარტიული კოალიცია გასულ კვირას მას შემდეგ დაიშალა, რაც კანცლერმა ოლაფ შოლცმა ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდნერი ეკონომიკურ რეფორმებთან დაკავშირებული უთანხმოების გამო თანამდებობიდან გადააყენა.