ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების ძლიერ და საიმედო პარტნიორად რჩება - ბორელი

„საქართველოში „უცხოური გავლენის“ კანონით სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზება მოხდა, მაგრამ ამან ვერ შეაკავა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები, მხარი დაეჭირათ დემოკრატიული ღირებულებებისთვის და თავიანთი ქვეყნის ევროკავშირისკენ სვლისთვის,” - აცხადებს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჟოზეფ ბორელი.

„დღეს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის სამიტზე, ვაღიარებთ სამოქალაქო საზოგადოების არსებით როლს რეგიონში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის საკითხში. ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების ძლიერი და საიმედო პარტნიორია და ასეთად დარჩება,“ ამბობს ბორელი.