საქართველო აზერბაიჯანიდან ნავთობის იმპორტს ზრდის

საქართველომ აზერბაიჯანიდან ნავთობის იმპორტი გაზარდა.

2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ აზერბაიჯანიდან 75,6 მილიონი დოლარის ღირებულების 95 730 ტონა ნავთობისა და ნავთობის ზეთების იმპორტი განახორციელა, იუწყება აზერბაიჯანული მედია საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურზე დაყრდნობით.