ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, საპროტესტო აქციიდან კლინიკებში 44 ადამიანი გადაიყვანეს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას (30 ნოემბრის ღამიდან პირველ დეკემბრის დილამდე) 44 ადამიანი დაშავდა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დღეს, პირველ დეკემბერს, დღის ორი საათისთვის გამოქვეყნებული ეს მონაცემები მოიცავს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც აქციიდან კლინიკებში გადაიყვანეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა.


ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 44 დაშავებულიდან 27 აქციის მონაწილეა, ერთი მედიასაშუალების წარმომადგენელი და 16 შსს-ს თანამშრომელი.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ნაწილმა დატოვა სამედიცინო დაწესებულებები, ნაწილი კი კლინიკაში რჩება მედიკოსების მეთვალყურეობით. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 29-30 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს 40 დაშავებული, ხოლო მანამდე, 28-29 ნოემბრის ღამეს - 33.