ოლაფ შოლცი კიევში ჩავიდა

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი დღეს მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა. ეს მისი მეორე ვიზიტია უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ. ინფორმაციას უკრაინული მედია გამოცემა Tagesschau-ზე დაყრდნობით ავრცელებს.


მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ოლაფ შოლცი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.


შოლცი ბოლოს კიევს 2022 წლის ივნისში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და იტალიის მაშინდელ პრემიერ-მინისტრთან, მარიო დრაგისთან ერთად ეწვია.

შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას 650 მილიონი ევროს ღირებულების იარაღის ახალ პარტიას გაუგზავნის. შოლცმა აღნიშნა, რომ კიევში ვიზიტით სურს, გამოხატოს სოლიდარობა და ნათლად აჩვენოს, რომ გერმანია დარჩება უკრაინის ყველაზე ძლიერ მხარდამჭერად ევროპაში.

შეგახსენებთ, გუშინ უკრაინაში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი, ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა იმყოფებოდნენ.