ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა „გმობს თბილისში, მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობას.“

შესაბამისი პოსტი მან ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასთან ერთად საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში განათვსა.

„ჩვენ ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. ხელისუფლების ქმედებები ეწინააღმდეგება ხალხის ნებას. ევროკავშირი დგას ქართველი ხალხის გვერდით,” - წერს კოსტა X-ზე.