ფინეთის პრეზიდენტი, აცხადებს, რომ საერთო ეროვნული პროტესტი ცხადყოფს ქართველების ძლიერ სურვილს გააგრძელონ ევროპული გზა.
ალექსანდრე სტუბი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ ამ ხალხის პროტესტი არ უნდა ჩაახშონ.
„პარტია „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ გაყინავს ქვეყნის ევროკავშირის გზას. ეს არის რადიკალური ცვლილება წინა პოლიტიკისგან, რომელიც ეფუძნებოდა ქვეყნის კონსტიტუციას. საერთო ეროვნული პროტესტი ცხადყოფს ქართველების ძლიერ სურვილს გააგრძელონ ევროპული გზა. მათი პროტესტი არ უნდა ჩაახშონ,“ - წერს ფინეთის პრეზიდენტი.