სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სუკ იოლმა სამშაბათს ღამით, სატელევიზიო გამოსვლისას გამოაცხადა სამხედრო მდგომარეობა და ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტია ჩრდილოეთ კორეის მიმართ თანაგრძნობასა და ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში დაადანაშაულა.
იუნმა არ ისაუბრა, რა კონკრეტულ ზომებს მიიღებდა. იუნმა ოპოზიციის ქმედებებს „მკაფიოდ ანტისახელმწიფოებრივი ქცევა უწოდა, რომელიც მიზნად ისახავს აჯანყების წაქეზებას.“
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვისას განმარტა, რომ სამხედრო მდგომარეობის მიზანი პროჩრდილოკორეული ძალების ამოძირკვა და თავისუფლების კონსტიტუციური წესრიგის დაცვა იქნება.