ზელენსკი საქართველოში არსებულ ვითარებაზე: გავეცი დავალება შესაბამისი სასანქციო გადაწყვეტილებების მომზადებაზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ კიევი უკვე ამზადებს შესაბამის სასანქციო გადაწყვეტილებებს. ზელენსკიმ უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების გარდა, დღეს საქართველოში არსებულ ვითარებაზე მოხსენებაც მოისმინა.


„მომზადდა მოხსენება საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ. და ეს, რა თქმა უნდა, არ არის მხოლოდ ერთი ერის და მხოლოდ ჩვენი რეგიონის პრობლემა. როგორ უბიძგებს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ქვეყანას რუსეთზე აშკარა დამოკიდებულებისკენ. ნამდვილად სამარცხვინოა, რას ქმედებებს ატარებენ ახლა ისინი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და როცა მოსკოვი აქებს ამ ხელისუფლებას საქართველოში, ეს ნათლად მიუთითებს, ვისთვის მუშაობენ თბილისში და ვისთვის შლიან საპროტესტო აქციებს. საქართველოსთვის ნამდვილად არა. ვამზადებთ ჩვენს სამართლებრივ პასუხს და ვმუშაობთ ევროპელებთან და სხვა პარტნიორებთან კონკრეტულ ქმედებებზე. გავეცი დავალება შესაბამისი სასანქციო გადაწყვეტილებების მომზადებაზე,“ განაცხადა ზელენსკიმ.