უკრაინამ ივანიშვილსა და კიდევ 18 პირს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, „უკრაინამ ივანიშვილსა და მის თანამზრახველებს - 19 პირს სანქციები დაუწესა.“ 

ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.


სასანქციო სიაში მოხვდნენ: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ოთარ ფარცხალაძე, ირაკლი რუხაძე, მოსამართლე ლევან მურუსიძე, ვიქტორ ჯაფარიძე, დიმიტრი სამხარაძე, გიორგი ხაინდრავა, გიორგი კობახიძე, ზვიად შალამბერიძე, შალვა თადუმაძე, დეპუტატი თეა წულუკიანი, კახა ბექაური. მისი თქმით, „ისინი არიან ადამიანები, ვინც ყიდიან საქართველოს და მისი ხალხის ინტერესებს.“


„მე ახლახან მოვაწერე ხელი განკარგულებას, რომელიც ძალაში შედის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებას სანქციების შესახებ. ეს სანქციები მიმართულია საქართველოს ხელისუფლების იმ ნაწილზე, რომელიც საქართველოს პუტინს თმობს. სწორედ ეს არის ის საკითხი, რომელიც ამჟღავნებს საპროტესტო აქციებს საქართველოში. ეს სანქციები მიმართულია საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების იმ სეგმენტის წინააღმდეგ, რომელიც ქვეყანას პუტინს გადასცემს. ჩვენ მოვუწოდებთ ევროპას, ამერიკას და მთელ მსოფლიოს იგივე გააკეთონ - იმოქმედონ გადამწყვეტად და პრინციპულად,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, „ამ რეგიონში არავინ უნდა დავკარგოთ - არც საქართველო, არც მოლდოვა და არც უკრაინა. ჩვენ ერთიანები უნდა ვიყოთ მოსკოვისგან თავის დასაცავად.“