UNICEF-ის საქართველოს წარმომადენლობა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს:
„ბავშვის უფლებათა კონვენციაზე ხელმოწერით, საქართველო აღიარებს ბავშვთა გამოხატვის თავისუფლების უფლებას (მუხლი 13), გაერთიანების თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებას (მუხლი 15).
ასევე, საქართველოს ბავშვის უფლებათა კოდექსის შესაბამისად, თითოეულ ბავშვს აქვს გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლება (მუხლი 17). მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს ამ უფლებების დაცვა.
გაეროს ბავშვთა ფონდი განაგრძობს მუშაობას საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა ხელი შევუწყოთ ყველა ბავშვის უფლებების დაცვასა და რეალიზებას.“