ევროკავშირის ელჩი ეხმაურება კრიტიკას, რომელიც მაკა ბოჭორიშვილთან მის შეხვედრას მოჰყვა. კრიტიკოსების, მათ შორის რიგი ევროპარლამენტარების აზრით, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ არის და აშშ და ევროკავშირი სანქციებს აანონსებენ, 9 დეკემბერს პაველ ჰერჩინსკის მიერ შეხვედრის გამართვა უადგილო იყო.
პაველ ჰერჩინსკის თქმით კი, მას საგარეო საქმეთა სამინისტროდან სთხოვეს მისვლა. ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ მან საგარეო საქმეთა სამინისტროში დააფიქსირა ევროკავშირის პოზიცია, რომ ძალადობა, სისასტიკე და უკანონო დაკავებები მიუღებელია.
„მე ვარ დიპლომატი. ჩემი როლიდან გამომდინარე, უნდა მქონდეს საკომუნიკაციო არხები ღია, რათა ყველასთან ვისაუბრო. დიპლომატიური საუბარი არ გულისხმობს აღიარებას. დიპლომატიური საუბარი არ გულისხმობს არაღიარებას. მე ვხვდები და ვესაუბრები ყველას. ვსაუბრობთ მათთან, ვისთანაც ვთანხმდები და მათთანაც, ვისაც არ ვეთანხმები. როგორც დიპლომატი, მე ვაკეთებ ჩემს საქმეს. ვიცი, რომ მთავრობამ გამაკრიტიკა, ასევე პრეზიდენტმა. მე გამაკრიტიკა ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენლებმა, ზოგიერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმაც. მე უბრალოდ ვასრულებ სამუშაოს.
როგორც ევროკავშირი, ჩვენ ჩუმად ვერ ვიქნებით. ჩვენ უნდა ავიმაღლოთ ხმა და მე გამოვიყენებ ყველა კავშირის, ყველა კონტაქტს, რათა წარმოვადგინო ევროკავშირის პოზიცია. მე პოლიტიკოსი არ ვარ, არ მჭირდება არჩევა ან ხელახლა არჩევა. ეს არ უკავშირდება ჩემს პოპულარობას, ეს უკავშირდება ჩემს საქმეს, რომელსაც ვაკეთებ. ჩემის საქმეა, ხმა ავიმაღლო როდესაც ვხედავ ძალადობას, სისასტიკეს, უკანონო დაკავებებს. სწორედ ეს თემა წამოვწიე, როდესაც გამომიძახეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. დიახ, მე მთხოვეს საგარეო საქმეთა სამინისტროში მისვლა,“ – აღნიშნა ჰერჩინსკიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
-
საგარეო უწყება: მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის ელჩს შეხვდა
-
ევროკავშირი: განიხილება დამატებითი ზომები, სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს