თბილისში რამდენიმე ადგილას საპროტესტო აქციები იმართება. მიმდინარეობს მსვლელობები და გაფიცვა. T, HR, ტრენერებისა და ფინანსური სფეროს წარმომადგენლები რუსთაველის გამზირზე გაერთიანდნენ და მსვლელობას მართავენ. ისინი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით გადაადგილდნენ.
ამასთან, თბილისის მერიასთან აქცია იმართება. ადგილზე შეკრებილები არიან საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები. მათ მარშით შეუერთდნენ სხვადასხვა კერძო სექტორის წარმომადგენლები და მოქალაქეები.
შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.