ჩრდილოეთ კორეამ უცხოელებს ახლად გახსნილ, ზღვისპირა კურორტზე შესვლა აუკრძალა - BBC

ჩრდილოეთ კორეამ უცხოელებისთვის ახლად გახსნილი ზღვისპირა კურორტი დახურა.

BBC-ს ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ გამოაცხადა, რომ ახლად გახსნილი ზღვისპირა კურორტიWonsan Kalma Coastal Tourist Zoneუცხოელ ტურისტებს დროებით არ მიიღებს.

კურორტი ოფიციალურად პირველ ივლისს გაიხსნა და ის ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინის, ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტად ითვლება, რომლის მიზანიც ქვეყანაში  ტურიზმის განვითარებაა. თუმცა ამ კვირიდან ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურ ტურისტულ ვებგვერდზე გამოქვეყნდა გაფრთხილება, რომ უცხოელებისთვის ვიზიტები "დროებით შეჩერებულია."


ეს განცხადება გავრცელდა მას შემდეგ, რაც გასულ კვირას კურორტზე რუსი ტურისტების პირველი ჯგუფი ჩავიდა. მათი ვიზიტი დროში დაემთხვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ვიზიტს ვონსანში, სადაც ის პირადად შეხვდა კიმ ჩენ ინს.

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებას არ დაუკონკრეტებია, თუ რა გახდა გადაწყვეტილების მიზეზი ან რამდენ ხანს გასტანს უცხოელებზე შეზღუდვა.