სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანს ტელეფონით ესაუბრა.
ამის შესახებ მისმა პრესსპიკერმა ნაზელი ბაღდასარიანმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„პრემიერ-მინისტრმა ირანის პრეზიდენტს ბოლო თვის განმავლობაში განვითარებული მოვლენების შედეგად დაღუპულთა გამო სამძიმარი გამოუცხადა. განიხილეს ორმხრივი, რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის საკითხები. პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა პრეზიდენტი პეზეშკიანი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში მიიწვია,“ - განაცხადა ბაღდასარიანმა.