ევროკავშირმა ცნობილ ირანელ ნავთობტრეიდერს, ჰოსეინ შამხანის და მის რამდენიმე კომპანიას სანქციები დაუწესა. Bloomberg-ის ცნობით, გადაწყვეტილება, უკრაინაში ომის გამო, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების ახალი პაკეტის ნაწილია.
ევროკავშირმა აღნიშნა, რომ ჰოსეინ შამხანი, რომელიც უზენაესი ლიდერის,აიათოლა ალი ხამენეის უფროსი მრჩეველია, რუსული ნავთობით ვაჭრობაში მისი როლისა და ქვეყნის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ „ცენტრალური მოთამაშის“ როლის გამო, ბლოკის სანქციების სიაში შეიყვანეს.
ასევე სანქციების სიაში მოხვდა მისი ორი კომპანია - Admiral Group და Milavous Group Ltd, რომელთა სათაო ოფისიც დუბაიში მდებარეობს.
„ჰოსეინ შამხანი ჩართულია ეკონომიკურ სექტორში, რომელიც რუსეთის ფედერაციის მთავრობისთვის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს,“ - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.