სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა ნაზელი ბაღდასარიანმა განაცხადა, რომ რკინიგზის, მილსადენების და ელექტროგადამცემი ხაზების მართვა შეიძლება, აუთსორსინგით მოხდეს.
სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ სომხეთს არასდროს განუხილავს და არც განიხილავს თავის ტერიტორიაზე სატრანსპორტო კომუნიკაციების გავლის ისეთ ვარიანტებს, რომლებიც შეუთავსებელია ტერიტორიულ მთლიანობასთან, სუვერენიტეტთან და იურისდიქციასთან.
„რა თქმა უნდა, სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და იურისდიქცია არ შეიძლება, აუთსორსინგს გადაეცეს, მაგრამ რკინიგზის, მილსადენებისა და ელექტროგადამცემი ხაზების მართვა შეიძლება ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და იურისდიქციის ფარგლებში. სომხეთი არამხოლოდ განიხილავს რეგიონული სატრანსპორტო კომუნიკაციების ფუნქციონირების სხვადასხვა ფორმულას, არამედ, დაინტერესებულია ამ ფორმულებიდან ნებისმიერზე შეთანხმების მიღწევით,“ – აღნიშნა ბაღდასარიანმა.