უკრაინამ თინა კანდელაკზე ძებნა გამოაცხადა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი ძებნილად გამოაცხადა.

გაზპრომმედიას გენერალურ დირექტორს "უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და ხელშეუხებლობაზე თავდასხმა" ედება ბრალად.

2022 წლის მარტში უკრაინის სასამართლომ კანდელაკი დაუსწრებლად დააპატიმრა.

იგივე განაჩენი აქვს კიდევ ერთ პროპაგანდისტს, RT-ს მთავარ რედაქტორს, მარგარიტა სიმონიანს.