ყაზახეთის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრს არმიის საბრძოლო პოტენციალის გაძლიერება დაავალა

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა, ქვეყნის თავდაცვის მინისტრ დაურენ კოსანოვს არმიის საბრძოლო პოტენციალის დონის გაზრდა დაავალა.

კოსანოვთან შეხვედრისას თოყაევმა ასევე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საჰაერო თავდაცვის, ტერიტორიული ჯარების, დრონებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.


თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა არმიის საბრძოლო მზადყოფნის დონის, გაზაფხულის გაწვევის შედეგების, ასევე, სამსახურის პირობების გაუმჯობესებისა და სამხედრო-პატრიოტული განათლების მიმართულებით ნაბიჯების შესახებ ანგარიში წარადგინა.