კრემლში ხელმძღვანელობის ცვლილება რუსეთის საერთო მიმართულებაზე გავლენას არ მოახდენს. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო დირექტორატის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმ განაცხადა.
„რუსეთის ამჟამინდელი ლიდერის წასვლა არაფერს შეცვლის. მათ შექმნეს სისტემა, რომელშიც ნებისმიერი მემკვიდრე, სულ მცირე, იმავე პარადიგმაში დარჩება,“ - აღნიშნა ბუდანოვმა. მანვე აღნიშნა, რომ რუსეთის ძალაუფლების სტრუქტურა სრულად კონსოლიდირებულია და პუტინის ნებისმიერი მომავალი მემკვიდრე, სავარაუდოდ, რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას არ გამოიწვევს.
რუსეთში გაიზარდა ადამიანების მთელი თაობა, რომლებიც პრეზიდენტ პუტინის დროს დაიბადნენ და ცხოვრობდნენ - და ბევრი უკვე მოკვდა მისთვის. მათ სხვა რეალობა ვერ წარმოუდგენიათ. სამწუხაროდ, იქ სისტემა საკმაოდ ფესვგადგმულია,“ - განაცხადა ბუდანოვმა.
მანამდე ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთი NATO-სთან პოტენციური ომისთვის მოსამზადებლად, გადაიარაღებაზე დაახლოებით 1.1 ტრილიონი დოლარის დახარჯვას გეგმავს.