ოთხშაბათს, 30 ივლისს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროკავშირთან ფართომასშტაბიანი სავაჭრო შეთანხმების შესახებ გამოაცხადა, რომლის თანახმადაც, ბლოკი აშშ-დან ენერგორესურსების იმპორტს 2.5-ჯერ გაზრდის, 750 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკულ ენერგეტიკულ პროდუქტებს შეისყიდის და აშშ-ის ეკონომიკაში 600 მილიარდ დოლარს ჩადებს.
თეთრმა სახლმა შეთანხმებას ტრანსატლანტიკური ეკონომიკური კავშირების „ისტორიული გადაწყობა“ უწოდა.
შეთანხმების თანახმად, ევროკავშირი წელიწადში, სავარაუდოდ, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, აშშ-დან ენერგიის იმპორტზე საშუალოდ, 250 მილიარდ დოლარს დახარჯავს.
ოფიციალური მონაცემებით, 2023 წლისთვის, რუსული მილსადენებით გაზის ექსპორტი ევროკავშირში 80%-ზე მეტით შემცირდა.
Anadolu-სთან საუბრისას, Moody’s Analytics-ის მთავარმა ეკონომისტმა მარკ ზანდიმ განაცხადა, რომ უკრაინაში ომმა ევროკავშირს ენერგორესურსების დივერსიფიკაციისკენ უბიძგა.