სამხრეთ კორეამ ხელოვნური ინტელექტის (AI) საკუთრი მოდელის შემუშავების მიზნით ეროვნული ინიციატივა წამოიწყო. მისი მიზანია უცხოურ სისტემებზე დამოკიდებულების შემცირება და აშშ-სა და ჩინურ ტექნოლოგიებთან კონკურენცია.
მეცნიერებისა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სამინისტრომ განაცხადა, რომ ხუთი კონსორციუმი შეირჩა, რათა ძირითადად ადგილობრივი ტექნოლოგიების გამოყენებით, ხელოვნური ინტელექტის მოდელები შექმნან.
პროექტი სეულის უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომელიც თითქმის თვითკმარი ხელოვნური ინტელექტის სექტორის შექმნას და ახალი თაობის ტექნოლოგიების ლიდერად დამკვიდრებას ისახავს მიზნად.