იტალიაში საბოლოოდ დამტკიცდა 13.5 მილიარდი ევროს (15.6 მილიარდი აშშ დოლარის) ღირებულების პროექტი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე გრძელი, დაკიდებული ხიდის მშენებლობას ითვალისწინებს. ნაგებობა სიცილიის კუნძულს კალაბრიის რეგიონთან დააკავშირებს.
დიზაინერები აცხადებენ, რომ ხიდი, რომელიც ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთ ყველაზე სეისმურად აქტიურ ზონაში უნდა აშენდეს, მიწისძვრებს გაუძლებს. მესინის ხიდის პროექტის დასაწყებად, ეს იტალიელების კიდევ ერთი მცდელობაა. წლების განმავლობაში რამდენჯერმა სცადეს, მაგრამ პროექტის გეგმები მოგვიანებით, ხარჯების, გარემოსდაცვითი ზიანის, უსაფრთხოების ან სხვა მიზეზების გამო შეჩერდა. პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ განაცხადა, რომ ხსენებული პროექტი „იტალიის აწმყოსა და მომავალში ინვესტიციად“ მიაჩნია.
საბოლოო პროექტის თანახმად, მესინის სრუტეზე გამავალი ხიდი 3.3 კმ-ის (2.05 მილი) სიგრძის იქნება და ორ 400 მეტრიან (1300 ფუტი) სიმაღლის კოშკს შორის იქნება გადაჭიმული, შუაში ორი რკინიგზის ხაზით და ორივე მხარეს, მოძრაობის სამი ზოლით.