ევროკავშირის ათმა ქვეყანამ საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პრინციპის შეცვლა მოითხოვა - Bloomberg

ევროკავშირის ათმა ქვეყანამ საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პრინციპის შეცვლა მოითხოვა, რაც ერთსულოვნების პრინციპიდან კვალიფიციური უმრავლესობით დამტკიცებაზე გადასვლას ნიშნავს. ამის შესახებ Bloomberg წერს.


ამის მიზეზი უნგრეთის პოზიცია იყო, რომელიც არაერთხელ ეწინააღმდეგებოდა უკრაინასთან დაკავშირებულ ინიციატივებს: უნგრეთი არ აძლევს ბლოკს სახსრების გამოყოფის საშუალებას და ხელს უშლის ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას. ეს იწვევს დაძაბულ დიპლომატიურ დავებსა და ხანგრძლივ მოლაპარაკებებს, მათ შორის, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივება.


ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა კაია კალასმა, განაცხადა, რომ უნგრეთი კვლავ ბლოკავს სამშვიდობო ფონდიდან 6.6 მილიარდი ევროს გამოყოფას. ეს თანხა ევროკავშირის წევრებს უკრაინაში ამერიკული იარაღის გადარიცხვის ხარჯების კომპენსაციას გაუწევდა. კალასმა აღნიშნა, რომ თანხების გამოყენება შესაძლებელია NATO-სთან და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეთანხმებული ინიციატივის ფარგლებში. 


ორბანმა თავადაც განაცხადა ცოტა ხნის წინ, რომ უნგრეთს შეუძლია ევროკავშირიდან გასვლა, თუ წევრობა მისთვის სარგებელს აღარ მოიტანს. მანვე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, „ცვლილებებისთვის, შიგნიდან ბრძოლას აპირებს.“