მარტა კოსი: არ არსებობს გეოპოლიტიკური შეღავათები ან მოკლე გზები ევროკავშირში გასაწევრიანებლად

გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა განაცხადა, რომ არ არსებობს გეოპოლიტიკური შეღავათები ან მოკლე გზები ევროკავშირში გასაწევრიანებლად. კოპენჰაგენში ევროკავშირის ქვეყნების ევროპის საკითხთა მინისტრების არაფორმალური მინისტერიალი მიმდინარეობს.


კოსის თქმით, დღეს განიხილავენ, თუ როგორ შეგვიძლიათ, გააგრძელონ მუშაობა მოლდოვასთან და უკრაინასთან დაკავშირებით. „ორ ქვეყანასთან, რომლებმაც შეასრულეს ყველაფერი, რაც საჭირო იყო.“

ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ხსენებულმა ქვეყნებმა შეასრულეს საშინაო დავალება.


ევროკავშირმა, შესაძლოა, უკრაინასთან და მოლდოვასთან ე.წ. სკრინინგის პროცესი წელსვე დაასრულოს.

„უკრაინასთან და მოლდოვასთან, შესაძლოა, დავასრულოთ სკრინინგის პროცესი ექვსივე კლასტერისთვის წელსვე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არ არსებობს გეოპოლიტიკური შეღავათები ან მოკლე გზები, კანონის უზენაესობა, დემოკრატია და ადამიანის უფლებები გაწევრიანების პროცესის ხერხემალია და სწორედ ამიტომ, ჩვენ დიდ ძალისხმევას გავწევთ, რომ ყველა კანდიდატმა ქვეყანამ დააკმაყოფილოს ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმები,“ - აღნიშნა მარტა კოსმა.