NATO-მ ფინეთში, რუსეთის საზღვართან, სახმელეთო ძალების სარდლობა შექმნა

პირველ სექტემბერს ფინეთში NATO-ს ახალი სარდლობის ცენტრმა ფუნქციონირება დაიწყოობიექტი რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგიდან დაახლოებით, 250 კილომეტრში (150 მილში) მდებარეობს.

ალიანსის მრავალკორპუსიანი სახმელეთო კომპონენტის სარდლობა (MCLCC) ქალაქ მიკელში, ფინეთის სამხედროებთან თანამშრომლობით შეიქმნა, რითაც ალიანსის ახალ წევრ სახელმწიფოში NATO-ს გავლენა ძლიერდება. 


ეს ობიექტი ასევე, რუსეთსა და ალიანსს შორის პოტენციური შეტაკების შესახებ შეშფოთების ფონზე, აღმოსავლეთ ფლანგზე NATO-ს თავდაცვით პოზიციას აძლიერებს. სარდლობის შემადგენლობა თავდაპირველად 10 ადამიანისგან შედგება, მაგრამ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, ეს რიცხვი 50-მდე გაიზრდება, მათ შორის, ფინეთისა და სხვა ქვეყნების სამხედრო პერსონალიც იქნება.


ახალი ობიექტი, რომელიც ფინეთ-რუსეთის საზღვრიდან დაახლოებით 100 კილომეტრში (დაახლოებით 60 მილის) მდებარეობს, NATO-ს ძალების სარდლობას, მის კონტროლს და ჩრდილოეთ რეგიონში ეროვნული სახმელეთო ძალების სინქრონიზაციას გაუწევს ზედამხედველობას.


„ეს, სხვა საკითხებთან ერთად, ალიანსის კომბინირებული სასწავლო აქტივობების დაგეგმვას, მომზადებასა და ხელმძღვანელობას ნიშნავს,“ - განაცხადა ფინურმა მხარემ.


სარდლობა რუსეთის საზღვართან მდებარე უახლოეს NATO-ს შტაბ-ბინებს შორის იქნება.

ფინეთი ალიანსს გასულ წელს შეუერთდა 2022 წელს მეზობელი რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ. ფინურმა მხარემ მაისში განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, 1340 კილომეტრიან (830 მილის) საზღვარზე რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერებას ელიან.