მწვანე ენერგიის დერეფნის ინიციატივები მნიშვნელოვან ინვესტიციებს მოითხოვს - საკრედიტო სააგენტო

საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ის ცნობით, კავკასიიდან და ცენტრალური აზიიდან ევროპამდე მწვანე ენერგიის დერეფნის ინიციატივები მნიშვნელოვან ინვესტიციებს მოითხოვს. სარეიტინგო სააგენტო ხაზს უსვამს, რომ 2024 წლის ნოემბერში მხარეთა 29-ე კონფერენციაზე (COP29) აზერბაიჯანმა, ყაზახეთმა და უზბეკეთმა ხელი მოაწერეს სტრატეგიულ პარტნიორობას კასპიის მწვანე ენერგიის დერეფნის განვითარების მიზნით.


ეს პროექტი ქარისა და მზის ენერგიაზე გამომუშავებული ენერგიის კასპიის ზღვაზე ტრანსპორტირების გზით, ყაზახეთსა და აზერბაიჯანს დამაკავშირებელი 400 კილომეტრიანი წყალქვეშა კაბელის მეშვეობით, ყაზახეთის, უზბეკეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის (Ba3 სტაბილური) და ევროკავშირის (Aaa სტაბილური) დაკავშირებას ისახავს მიზნად.


„ევროკომისიამ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტისთვის 2.3 მილიარდი ევრო გამოყო, ხოლო ექსპლუატაციაში გაშვება 2029 წლისთვის იგეგმება. „მიუხედავად იმისა, რომ ეს ინიციატივები მნიშვნელოვან პერსპექტივას იძლევა ევროპაში მზის და ქარის ენერგიის პოტენციური ექსპორტისთვის, ისინი მნიშვნელოვან ინვესტიციებს მოითხოვს“, - ნათქვამია ანგარიშში.