სამხრეთ კორეის მიერ უკრაინაში ომის დასრულების მოდელის გამოყენება შესაძლებელია, თუმცა ის უკრაინის უსაფრთხოების საჭიროებებს არ აკმაყოფილებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგულ გამოცემა „Le Point“-თან ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ კორეული მოდელი უკრაინისთვის წარმოუდგენელია, ჩრდილოეთ კორეის მიერ შექმნილი საფრთხის შედარება არ შეიძლება რუსეთის საფრთხესთან და სამხრეთ კორეას უფრო ძლიერი უსაფრთხოების გარანტიები აქვს.
„ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ სამხრეთ კორეას ჰყავს მთავარი მოკავშირე - შეერთებული შტატები. დამიჯერეთ, მათ აქვთ მრავალი საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას. გულწრფელად რომ ვთქვათ, უკრაინა ცდილობს, მიიღოს უსაფრთხოების საიმედო გარანტიები, როგორიცაა Patriot-is სისტემები, რომლებიც სამხრეთ კორეას აქვს.
თუმცა ამ შედარებასაც აქვს თავისი საზღვრები: ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობა 20 მილიონზე ოდნავ მეტია, ხოლო რუსეთის - 140 მილიონზე მეტი. რუსეთის მხრიდან საფრთხეები ხუთჯერ, ექვსჯერ, თუნდაც ათჯერ მეტია. სამხრეთ კორეის მოდელის ზუსტი რეპლიკა ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინის უსაფრთხოების საჭიროებები დააკმაყოფილებს,“ - განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ ის დიდად აღფრთოვანებულია სამხრეთ კორეის ეკონომიკური მოდელით.