რუსული „სბერბანკის“ ხელმძღვანელმა გერმან გრეფმა განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკა „ტექნიკური სტაგნაციის“ ეტაპზეა. მისი განმარტებით, 2025 წლის მეორე კვარტლის მაჩვენებლები შეიძლება, ტექნიკურ სტაგნაციად ჩაითვალოს.
მეორე კვარტალი ფაქტობრივად შეიძლება განვიხილოთ, როგორც ტექნიკური სტაგნაცია. ივლისი და აგვისტო აჩვენებს საკმაო სიმპტომებს, რომ ნულოვან ნიშნულს ვუახლოვდებით,“ – განაცხადა გრეფმა.
მისი თქმით, მიმდინარე წლის ბოლოს რუსეთის ბანკის განაკვეთი დაახლოებით 14% იქნება, რაც სიტუაციის შესაცვლელად საკმარისი არ არის.
„ინფლაციის არსებული დონის გათვალისწინებით, ეკონომიკის გამოცოცხლების იმედი შეიძლება გვქონდეს 12%-იან და უფრო დაბალ განაკვეთზე. ამიტომ, ამ ნიშნულის მიღწევის დროს ჩვენ, დიდი ალბათობით, დავინახავთ ეკონომიკის გამოცოცხლებას,“ – განაცხადა „სბერბანკის“ ხელმძღვანელმა.