ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი აცხადებს, რომ ევროკავშირის ქვეყნები ოქტომბრამდე უკრაინისთვის 2 მილიონი საარტილერიო ჭურვის მიწოდებას გეგმავენ.
ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას კალასმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინას თითქმის 169 მილიარდი ევროს ფინანსური მხარდაჭერა გამოუყვეს.
„ახლა მათ (ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა) ასევე მიაწოდეს საბრძოლო მასალის 80%-ი ჩვენი მიზნიდან, რომელიც 2 მილიონი საბრძოლო მასალის უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ოქტომბრისთვის ჩვენი მიზანია 100%-ით უზრუნველყოფა,“ - განაცხადა კალასმა.