პოლონეთმა გაანეიტრალა დრონი, რომელიც სამთავრობო შენობების თავზე დაფრინავდა - ტუსკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პოლონეთის სახელმწიფო დაცვის სამსახურმა ვარშავის თავზე მფრინავი დრონი გაანეიტრალა.

დონალდ ტუსკის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ ბელარუსის ორი მოქალაქე დააკავა.


„ცოტა ხნის წინ, სახელმწიფო დაცვის სამსახურმა გაანეიტრალა დრონი, რომელიც სამთავრობო შენობებისა და ბელვედერის თავზე მოქმედებდა. დაკავებულია ბელორუსის ორი მოქალაქე. პოლიცია ინციდენტთან დაკავშირებულ გარემოებებს იძიებს,“ - წერს ტუსკი X-ზე.