ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს ეწვევა

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი, 13-დან 15 ოქტომბრამდე აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს ეწვევა, სადაც მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, ასევე, სამოქალაქო საზოგადოებისა და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს.


დღის წესრიგში, სხვა საკითხებთან ერთად, შედის სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესის პროგრესი, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეუთოს მინსკის პროცესის დასრულებასა და მასთან დაკავშირებულ სტრუქტურებზე.


საქართველოში შეხვედრებზე ყურადღება გაამახვილდება საქართველოს შიდა და გარე გამოწვევებზე; ეუთოს მიერ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მხარდაჭერის გაგრძელებაზე 2008 წლის ომის შედეგების მოსაგვარებლად.


„ფინეთი, როგორც ეუთოს თავმჯდომარე 2025 წელს, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სამოქალაქო სივრცის დაცვას და სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფას. ეს პრიორიტეტი ხაზგასმული იქნება ვიზიტის განმავლობაში,“ - წერია ოფიციალურად გავრცელებულ ინფორმაციაში.