ყაზახეთმა შესაძლოა, სომხეთის გავლით თურქეთში ახალი სავაჭრო მარშრუტი გახსნას

ყაზახეთმა შესაძლოა, სომხეთის გავლით თურქეთში ახალი სავაჭრო გზა გახსნას. ამის შესახებ ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა და ეროვნული ეკონომიკის მინისტრმა სერიკ ჟუმანგარინმა ჟურნალისტებს განუცხადა.


მისი თქმით, სომხეთის გავლით ეს ახალი სავაჭრო გზა ყაზახეთს თურქეთის პორტებთან პირდაპირ წვდომას მისცემს.

„ამჟამად ჩვენ აზერბაიჯანის გავლით საქართველოს შავი ზღვის პორტებისკენ მივდივართ. ახალი გზა [აზერბაიჯანის] ნახიჩევანში [ანკლავში] შესვლის საშუალებას მოგვცემს, შემდეგ კი, პირდაპირ თურქეთში, მის საზღვაო პორტებში,“ - განაცხადა ყაზახმა ოფიციალურმა პირმა.

აღსანიშნავია, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ამჟამად ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.