ბუდანოვის თქმით, უკრაინის სამხედრო დაზვერვას შეუძლია კრემლის მაღალი თანამდებობის პირების საუბრების მოსმენა

უკრაინის თავდაცვის დაზვერვის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა, განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვას აქვს კრემლის მაღალი თანამდებობის პირებს შორის საუბრების მოსმენის შესაძლებლობა.


„RBC-უკრაინის“ კორესპონდენტთან საუბრისას ბუდანოვმა მოკლედ დაადასტურა დაზვერვის შესაძლებლობები.

„დიახ, შეგვიძლია. ამისთვის ანაზღაურებას ვიღებთ,“ - აღნიშნა ბუდანოვმა.


კომენტარი გაკეთდა დასავლური მედიასაშუალებების მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაციების ფონზე, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინამ შესაძლოა, ჟურნალისტებს მიაწოდა პუტინის მრჩეველ იური უშაკოვსა და ელჩ სტივ ვიტკოფს შორის საუბრების ჩანაწერები.


უფრო ადრე, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთი იმედოვნებს, რომ უკრაინის ენერგეტიკული სექტორის განადგურების საფრთხე აიძულებს უკრაინას, რუსეთის პირობებით მოლაპარაკებები აწარმოოს. თუმცა ეს გავლენის შეზღუდული ფაქტორია, ამიტომ, რუსეთი ჩქარობს თავისი „წინადადებებით.“