სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ბერლინში ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას სომხეთსა და გერმანიას შორის ორმხრივი პარტნიორობის სტრატეგიული დღის წესრიგის შესახებ. ამის შესახებ სომხური მედია წერს.
ხელმოწერილი დოკუმენტით მხარეები ადასტურებენ ორმხრივი პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაღრმავების ორმხრივ სურვილს და აღიარებენ ურთიერთნდობასა და ინტერესთა თანხვედრას სხვადასხვა სფეროში.
მხარეები იხსენებენ ევროკავშირი-სომხეთის ყოვლისმომცველი შეთანხმებით (CEPA) დადგენილ ჩარჩოს, ასევე, ევროკავშირი-სომხეთის პარტნიორობის სტრატეგიული დღის წესრიგით განსაზღვრულ პრიორიტეტებს. აღნიშნავენ სომხეთის რესპუბლიკის მისწრაფებას, კიდევ უფრო გააძლიეროს კავშირები ევროკავშირთან და დემოკრატიული სახელმწიფოების ფართო საზოგადოებებთან.
მხარეები ითანამშრომლებენ შემდეგ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ვაჭრობისა და საინვესტიციო შესაძლებლობების ხელშეწყობის კუთხით; ასევე - საერთო ინტერესთა სფეროებია ენერგეტიკა, კავშირგაბმულობა და ინფრასტრუქტურა, ტექნოლოგია და ტრანსპორტი, ასევე, ტურიზმის განვითარება, სამართლიანობა და კონსტიტუციური რეფორმა, კანონის უზენაესობის ხელშეწყობა.