გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიაში ორი ფიზიკური და ხუთი იურიდიული პირი დაამატა. სანქციები მოიცავს გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე დუგინისა და ზვინჩუკის შესვლის აკრძალვას, ასევე მათი და სანქცირებული ორგანიზაციების საქმიანობის გაყინვას ქვეყანაში.
შეზღუდვები დაუწესდა რუს იდეოლოგს, ალექსანდრე დუგინის და ბლოგერს, მიხაილ ზვინჩუკს.
სანქციები ასევე დაეკისრა დუგინის მიერ დაარსებულ გეოპოლიტიკური კვლევებისა და საინფორმაციო რესურსების ცენტრს, საზღვარგარეთ მყოფი რუსეთის მოქალაქეების უფლებების დაცვის ფონდს, ბრიუსელში რეგისტრირებულ ორგანიზაციებს „გოლოსსა“ და „ევრომორს“ და პროექტ „რიბარს.“