ენერგოსექტორში ოპერირებით "რუსეთის მთავრობის მხარდაჭერის ან მისგან სარგებლის მიღების გამო", დიდმა ბრიტანეთმა რუსული ნავთობის მომპოვებელი კომპანიები, Татнефть, Русснефть, Руснефтегаз და NNK-Oil დაასანქცირა. სულ შეზღუდვები შეეხება 24 ფიზიკურ და იურიდიულ პირს რუსეთიდან.
რუსული ნავთობკომპანიების გარდა გაერთიანებული სამეფოს ახალი სანქციები შეეხო ნავთობის ბიზნესში ჩართულ მილიარდერ მაგნატს ალი ლახანისაც, რომლის წინააღმდეგ რამდენიმე დღის წინ შეზღუდვები ევროკავშირმაც გამოაცხადა.
ცნობისთვის, Татнефть-ის ნაწილობრივი მფლობელი რუსეთის თათრეთის რესპუბლიკის მთავრობაა. NNK-ს მთავარი აღმასრულებელი დირექტორი კი, Rosneft-ის ყოფილი ხელმძღვანელი ედუარდ ხუდაინატოვია. კომპანია Русснефть-ს კავშირები აქვს რუს მილიარდერ მიხეილ გუცერიევთან.