„გაჭირვებულთა დახმარებაზე უარის თქმა ღმერთის უარყოფის ტოლფასია“ - რომის პაპი

24 დეკემბერს, შობის დღესასწაულის დადგომამდე, მსახურებაზე რომის პაპმა ლეონმა გაიხსენა, რომ იესო ბაგაში დაიბადა, რადგან ოჯახს გასაჩერებელი ადგილი არ ჰქონდა. მან ამ ამბით ქრისტიანებს შეახსენა, რომ ღარიბების და უცხოების დახმარებაზე უარის თქმა დღეს თავად ღმერთის უარყოფის ტოლფასია.


„გაჭირვებულთა დახმარებაზე უარის თქმა თავად ღმერთის უარყოფის ტოლფასია,“ განაცხადა პაპმა შობის დღეესასწაულის წინა დღეს, წირვის დროს.


რომის პაპმა, რომელმაც იმიგრანტებსა და ღარიბებზე ზრუნვა მთავარ საკითხად აქცია, თქვა, იესოს დაბადება მოწმობს ღმერთის ყოფნას ყოველ ადამიანში. 


„დედამიწაზე ღმერთის ადგილი არ არის, თუ ადამიანისთვის ადგილი არ არის. ერთზე უარის თქმა მეორეზე უარის თქმას ნიშნავს,“ - თქვა პაპმა საზეიმო წირვის დროს, რომელსაც ბაზილიკაში დაახლოებით 6000 ადამიანი დაესწრო.


აშშ-ში დაბადებული პაპი ლეონი პირველ შობის დღესასწაულს ზეიმობს მას მერე, რაც მაისში ის ვატიკანში პაპად აირჩიეს, პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების შემდეგ. პაპმა ლეონმა, რომელიც აკრიტიკებს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მკაცრ პოლიტიკას იმიგრანტების მიმართ, პაპ ბენედიქტე XVI-ის ფრაზა გაიმეორა, რომ მსოფლიოს არ ანაღვლებს ბავშვები, ღარიბები და უცხოელები.


„მაშინ, როცა გამრუდებული ეკონომიკა გვიბიძგებს ადამიანებს უბრალოდ საქონელივით მოვექცეთ, ღმერთი ხდება ჩვენი მსგავსი და ააშკარავებს ყოველი ადამიანის უსასრულო ღირსებას," - თქვა ლეონმა.

"სადაც ადამიანის ადგილია, იქ ღმერთის ადგილიცაა," - თქვა პაპმა. - "ბაგაც კი შეიძლება უფრო საკრალური იყოს, ვიდრე ტაძარი."