პროკურორი სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტის სიკვდილით დასჯას ითხოვს

სამხრეთ კორეის სპეციალურმა პროკურორმა ყოფილი პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლისთვის სიკვდილით დასჯა მოითხოვა, რომელსაც 2024 წლის დეკემბერში საომარი მდგომარეობის შემოღების შემდეგ ამბოხების ორგანიზებაში ადანაშაულებენ.


სეულის ცენტრალური რაიონული სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას პროკურორმა განაცხადა, რომ გამომძიებლებმა დაადასტურეს იუნისა და მისი ყოფილი თავდაცვის მინისტრის კიმ იონგ-ჰიონის მიერ სავარაუდოდ მართული სქემის არსებობა, რომელიც 2023 წლის ოქტომბრიდან იწყება და რომელიც იუნის ხელისუფლებაში შენარჩუნების მიზნით იყო შექმნილი.


იუნ სუკ იოლი ბრალდებებს უარყოფს.


სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას 19 თებერვალს გამოიტანს.