აშშ 21 იანვრიდან 75 ქვეყნისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემის პროცესს შეაჩერებს.
Fox News-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მემორანდუმზე დაყრდნობით წერს, რომ ეს ქვეყნებია: სომალი, რუსეთი, ავღანეთი, ბრაზილია, ირანი, ერაყი, ეგვიპტე, ნიგერია, ტაილანდი, იემენი და სხვა.
მედიის ცნობით, ვიზების გაცემის პროცესის შეჩერება 21 იანვარს დაიწყება და განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდება, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ვიზების გაცემის პროცედურებს ხელახლა არ შეაფასებს.
განახლება: Fox-ის ცნობით, ქვეყნების სრული სია მოიცავს ავღანეთს, ალბანეთს, ალჟირს, ანტიგუა და ბარბუდას, სომხეთს, აზერბაიჯანს, ბაჰამის კუნძულებს, ბანგლადეშს, ბარბადოსს, ბელორუსიას, ბელიზს, ბჰუტანს, ბოსნიას, ბრაზილიას, ბირმას, კამბოჯას, კამერუნს, კაბო-ვერდეს, კოლუმბიას, კოტ-დ’ივუარს, კუბას, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, დომინიკას, ეგვიპტეს, ერიტრეას, ეთიოპიას, ფიჯის, გამბიას, საქართველოს, განას, გრენადას, გვატემალას, გვინეას, ჰაიტის, ირანს, ერაყს, იამაიკას, იორდანიას, ყაზახეთს, კოსოვოს, ქუვეითის, ყირგიზეთს, ლაოსს, ლიბანს, ლიბერიას, ლიბიას, მაკედონიას, მოლდოვას, მონღოლეთს, მონტენეგროს, მაროკოს, ნეპალს, ნიკარაგუას, ნიგერიის, პაკისტანის, კონგოს რესპუბლიკას, რუსეთას, რუანდას, სენტ-კიტსს და ნევისს, სენტ-ლუსიას, სენტ-ვინსენტს და გრენადინებს, სენეგალს, სიერა-ლეონეს, სომალის, სამხრეთ სუდანის, სუდანის, სირიას, ტანზანიას, ტაილანდს, ტოგოს, ტუნისს, უგანდას, ურუგვაის, უზბეკეთს და იემენს.
თეთრი სახლის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაცია 75 ქვეყნისთვის ვიზების გაცემას შეაჩერებს, „ვიდრე აშშ არ უზრუნველყოფს, რომ შემომავალი იმიგრანტები სახელმწიფო ტვირთად არ გადაიქცევიან და ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისგან სიმდიდრეს არ მოიპოვებენ.“