ზელენსკიმ ენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, განსაკუთრებული ყურადღება კიევზე გამახვილდება, რომლის მოსახლეობაც რუსეთის თავდასხმების გამო, ნულს ქვემოთ ტემპერატურის პირობებში, ელექტროენერგიის, გათბობისა და წყლის გარეშე დარჩა.


უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მთავრობა გააძლიერებს ძალისხმევას უცხოელ პარტნიორებთან კრიტიკული ენერგეტიკული აღჭურვილობის შესაძენად, ელექტროენერგიის იმპორტის გაზრდისა და დამატებითი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, ამასთანავე, გაამარტივებს საგანგებო მდგომარეობის დროს სარეზერვო ენერგეტიკული აღჭურვილობის ქსელთან დაკავშირების წესებს.


რუსეთმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რაკეტებითა და დრონებით დაბომბა კიევი და მთლიანად ქვეყანა, რის გამოც, 13 იანვარს დედაქალაქის დაახლოებით 70% ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. kyivindependent-ს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ენერგეტიკოსები ზარალს აღადგენენ, ყინვა ართულებს პროცესს და სათადარიგო აღჭურვილობაც იწურება.