სომხეთი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას უახლოეს მომავალში ელის

სომხეთი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას უახლოეს მომავალში ელის. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) გამოსვლისას განაცხადა.


„ჩვენ ასევე დავიწყეთ დიალოგი ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით. და საბედნიეროდ - ხეზე დააკაკუნეთ - ეს პროცესი საკმაოდ შეუფერხებლად და ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ დიალოგი ახლახან დაიწყო, ჩვენ უკვე მივიღეთ სამოქმედო გეგმა და უკვე განვიხილავთ მას ჩვენს ევროკავშირელ კოლეგებთან. იმედი მაქვს, რომ ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები უახლოეს თვეებში, შესაძლოა, მომავალ წელს,“ - აღნიშნა მირზოიანმა.