რუბიოს თქმით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში აშშ-ის მონაწილეობას საკვანძო მნიშვნელობა აქვს

ამერიკის შეერთებული შტატები ევროპის აქტიური ჩართულობით უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში „მთავარ როლს“ შეასრულებს.  აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე განაცხადა, რომ გარანტიებთან დაკავშირებით მიღწეულია „ზოგადი თანხმობა“, რაც გულისხმობს „ევროპული ჯარების მცირე კონტინგენტის, ძირითადად ფრანგულის და ბრიტანულის განლაგებას, ასევე, აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერას.“


სენატორების კითხვებზე პასუხის დროს რუბიომ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის სამომავლო უსაფრთხოების გარანტიებს მხარს დაუჭერს შეერთებული შტატები, მაგრამ ადგილზე მხოლოდ ევროპული ჯარების ყოფნა შეიძლება.


ამავდროულად, მან თქვა, რომ აშშ-ის ჩართულობა თავად წარმოადგენს რეალურ უსაფრთხოების გარანტიას, რადგან ვაშინგტონის მხარდაჭერის გარეშე ევროპული ძალების უკრაინაში განლაგება „არ იქნებოდა მიზანშეწონილი.“


მანვე განმარტა ის არ აკნინებდა იმ ფაქტს, რომ ზოგიერთი ევროპული ქვეყანა მზადაა, ომის შემდეგ უკრაინაში ჯარები განათავსოს.

„იმას ვამბობ, რომ ეს არარელევანტურია აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე,” - განაცხადა რუბიომ.


მისი თქმით, ეს იმიტომ ხდება, რომ ბოლო 20-30 წლის განმავლობაში ევროპელები საკმარის ინვესტიციებს არ დებდნენ თავიანთ თავდაცვით შესაძლებლობებში.

„ახლა, იმედია, ეს შეიცვლება,“ -  აღნიშნა რუბიომ. ამავდროულად, რუბიომ არ დააკონკრეტა, თუ რას გულისხმობს აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიის მექანიზმი.

ეერთებული შტატები უზრუნველყოფს ლოგისტიკურ და სადაზვერვო მხარდაჭერას და პირობას დებს, რომ უპასუხებს რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ჰიპოთეტურ დარღვევას.