რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს.


ამის შესახებ, აბუ დაბიში სამშვიდობო მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე მიღწეული შეთანხმების შემდეგ, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მოსკოვმა ტყვეობიდან 150 უკრაინელი ჯარისკაცი და შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე გაათავისუფლა, რომელთაგან 139 ტყვეობაში იყო 2022 წლიდან. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ 157 რუსი ჯარისკაცის სანაცვლოდ, 157 უკრაინელი გათავისუფლდა.


ზელენსკის თქმით, ეს არის პირველი ასეთი გაცვლა თითქმის ხუთი თვის განმავლობაში. 


არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენელთა პირველი სამმხრივი შეხვედრა 23-24 იანვარს გაიმართა.

მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს გაგრძელდა.


შეგახსენებთ, მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები 314 სამხედრო ტყვის გაცვლის შესახებ შეთანხმდნენ.