ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქე გიორგი შუბითიძეს სამუდამო „პატიმრობა მიუსაჯა.“
რუსული მედიის ცნობით, ის დამნაშავედ ცნეს „დაქირავებულ მოქმედებაში და დონბასში სამხედრო მოსამსახურეების მკვლელობაში."
„სახელმწიფო ბრალდების პოზიციის გათვალისწინებით, სასამართლომ ჩუბეტიძეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, სასჯელის სპეციალური რეჟიმის კოლონიაში მოხდით,“ - ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ცნობით, უკრაინის მხარეს მებრძოლ საქართველოს მოქალაქეს ხუთი რუსი სამხედრო მოსამსახურის მკვლელობაში ადანაშაულებენ, ის 2023 წელს ჩავარდა ტყვედ საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქესთან, გიორგი გოგლიძესთან ერთად, რომელსაც 2025 წლის აპრილში ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ჟენევის კონვენციების თანახმად, დაქირავებული ჯარისკაცები არ ითვლებიან მეომარი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების წევრებად. მათი მონაწილეობა კონფლიქტში უკანონოდ ითვლება და მათზე არ ვრცელდება კომბატანტების დაცვის მექანიზმები. თუმცა ქართველ მოხალისეებს, მათ შორის შუბითიძეს, უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული.