საფრანგეთმა გადაწყვიტა, თავისი ავიამზიდი ბალტიის ზღვიდან აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში გადაიყვანოს

საფრანგეთმა გადაწყვიტა, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში გადაეყვანა თავისი ავიამზიდი „შარლ დე გოლი“ და მისი საზღვაო დამრტყმელი ჯგუფი, რითაც შეწყვიტა მათი მისია ბალტიის ზღვაში, რეგიონული დაძაბულობის ზრდის ფონზე, იტყობინება კვირას ფრანგული მაუწყებელი BFMTV.


ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადაიდგა, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ელისეის სასახლეში ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მოიწვია უსაფრთხოების მდგომარეობის შესაფასებლად.

,


საბჭოსადმი მიმართვისას მაკრონმა განაცხადა, რომ „არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (UAE), აბუ-დაბის პორტზე დრონის თავდასხმის შედეგად, დაზარალდა ბაზის ანგარი, რომელიც ემირატების ბაზის მიმდებარედ მდებარეობს.“


არაბთა გაერთიანებული საემიროები „ყველაზე მეტად დაზარალებულია,“ განაცხადა მაკრონმა და აღნიშნა, რომ კატარიც მაღალი რისკის ქვეშ იყო, ხოლო „რეგიონის ყველა სხვა ქვეყანა დაზარალდა.“


მაკრონმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარასკევ დილიდან ირანის წინააღმდეგ აშშ-სა და ისრაელის დარტყმებმა „უპრეცედენტო რეგიონული ესკალაცია“ გამოიწვია.

მან დასძინა, რომ ირანის საპასუხო შეტევა რაკეტებითა და დრონებით „სრულიად არაპროპორციულად და განურჩევლად განხორციელდა, როგორც სამხედრო ობიექტებზე, ასევე, „მრავალ სამოქალაქო სამიზნეზე.“ 


კვირას, არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ორმა ირანულმა დრონმა აბუ დაბიში, ალ-სალამის საზღვაო ბაზაზე მდებარე საწყობი დაბომბა, რამაც გამოიწვია ხანძარი ორ კონტეინერში, სადაც სხვადასხვა მასალა ინახებოდა.


გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა საფრანგეთმა, განაცხადეს, რომ მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში, ირანის წინააღმდეგ „თავდაცვითი ზომები“ მიიღონ და დაიცვან საკუთარი და სპარსეთის ყურეში მოკავშირეების ინტერესები.


სამი ქვეყნის ლიდერები, კანცლერი ფრიდრიხ მერცი, პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერი და პრემიერი ემანუელ მაკრონი „შეძრწუნებულნი არიან ირანის მიერ რეგიონის ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებული განურჩეველი და არაპროპორციული სარაკეტო თავდასხმებით, მათ შორის, იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც არ იყვნენ ჩართულნი აშშ-სა და ისრაელის საწყის სამხედრო ოპერაციებში,“ - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.


განცხადებაში ნათქვამია, რომ ნაბიჯები პოტენციურად შეიძლება მოიცავდეს ირანის რაკეტებისა და დრონების განადგურების მიზნით აუცილებელი და პროპორციული თავდაცვითი ზომების მიღებას.

„ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯებს ჩვენი და რეგიონში ჩვენი მოკავშირეების ინტერესების დასაცავად, პოტენციურად აუცილებელი და პროპორციული თავდაცვითი ქმედებების განხორციელების გზით", - ნათქვამია ლიდერების განცხადებაში.