ერდოღანის თქმით, ირანზე თავდასხმა საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა, შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ ირანზე თავდასხმებს საერთაშორისო სამართლის „აშკარა დარღვევა" უწოდა.


NATO-ს წევრი ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თურქეთი იზიარებს ირანელი ხალხის ტკივილს.


ანკარაში რამადანის მარხვის ვახშამზე სიტყვით გამოსვლისას ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი გააძლიერებს კონტაქტებს ყველა დონეზე, ვიდრე ცეცხლის შეწყვეტა და სიმშვიდე არ იქნება მიღწეული და რომ კონფლიქტის გაგრძელება რეგიონისა და მსოფლიოსთვის შეიცავს სერიოზულ საფრთხეს, რომლის მართვაც არავის შეუძლია.


„არავის შეუძლია, გაუმკლავდეს იმ ეკონომიკური და გეოპოლიტიკური გაურკვევლობის ტვირთს, რომელსაც ასეთი პერიოდი გამოიწვევს. სწორედ ამიტომ უნდა ჩაქრეს ეს ხანძარი, ვიდრე ის კიდევ უფრო გაძლიერდება,“ - აღნიშნა ერდოღანმა.



თურქეთს ისტორიულად რთული ურთიერთობები ჰქონდა ირანთან, ორივე ქვეყანა წლების განმავლობაში სირიაში სამოქალაქო ომში საპირისპირო მხარეებს უჭერდა მხარს, მაგრამ პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად, სხვადასხვა სფეროში მეგობრულ კავშირებსა და ვაჭრობას ახერხებდა. ერდოღანმა ასევე მჭიდრო პირადი ურთიერთობები დაამყარა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან.