აშშ ახლო აღმოსავლეთში სახმელეთო ძალების გარკვეულ რაოდენობას გზავნის

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ადასტურებს, რომ ახლო აღმოსავლეთში სახმელეთო ძალების გარკვეული რაოდენობას გაგზავნის.


შესაბამისი ინფორმაცია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერმა BBC-სთვის მიცემულ განცხადებაში დაადასტურა.


პრესსპიკერის თქმით, ახლო აღმოსავლეთისკენ 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის გენერალური შტაბის ელემენტები, გარკვეული “დამხმარე ძალები” და პირველი ბრიგადის საბრძოლო რაზმი მიემართებიან.

უსაფრთხოების მიზეზებიდან გამომდინარე, თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერმა სხვა დეტალები არ გაასაჯაროვა.