აბუ დაბიში სარაკეტო იერიშისას ორი ადამიანი დაიღუპა

არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში თავდაცვის სისტემების მიერ განადგურებული რაკეტის ნამსხვრევები ჩამოვარდა, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე შეწირა და სამი დაშავდა.


რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად სუეიჰანის ქუჩაზე ავტომობილები დაზიანდა.


ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ.


აშშ-მ და ისრაელმა ირანზე ერთობლივი შეტევ 28 თებერვალსა დაიწყეს, რასაც თეირანმა ისრაელზე, იორდანიაზე, ერაყსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებზე საპასუხო იერიშებით უპასუხა.