დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ აშშ-ში დაფუძნებული ტექნოლოგიური გიგანტის შვილობილ კომპანიას, ირლანდიაში დაფუძნებულ Apple Distribution International Limited-ს, 390 000 ფუნტი სტერლინგის (516 000 აშშ დოლარის) ოდენობის ჯარიმა დააკისრა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევის გამო.
კერძოდ, 2022 წლის ივნის-ივლისში ADI-მ დაახლოებით 636 000 გირვანქა სტერლინგი გადაურიცხა რუსულ სტრიმინგ-სერვისს Okko.
2022 წლის მაისამდე Okko-ს მფლობელი, რუსეთის სახელმწიფო ბანკი Сбербанк იყო, რომელმაც უკრაინაში რუსეთის არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, დასავლეთის სახელმწიფოების მათ შორის, ბრიტანეთის სანქციების ამოქმედების შემდეგ Okko ახლად შექმნილ კომპანია Новые возможности-ს მიჰყიდა. თავად ამ კომპანიის წინააღმდეგ დიდმა ბრიტანეთმა სანქციები 2022 წლის ივნისიდან დააწესა.
ამერიკული კორპორაცია Apple რუსეთის მიერაც იყო დაჯარიმებული ბაზარზე მონოპოლიური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით. 2024 წელს კორპორაციამ რუსეთის ბიუჯეტს თორმეტ მილიონ დოლარზე მეტის ჯარიმა გადაუხადა.